Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო ესაკია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკოვი, სენაკის მაზრა. 1916 წელს გაიწვიეს ჯარში; ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს; 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში "სახკინმრეწვი"; 1945-1955წწ. იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი; 1929 წლიდან რეჟისორია; ნოვატორული ფილმებით - "ჰოლტზე" და "ამერიკანკა" ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური კინემატოგრაფიის მიმართ, იღვწოდა რეალისტური მხატვრული მეთოდის გასამტკიცებლად; დიდი პოპულარობა მოუტანა რეჟისროს ფილმებმა: "შაქირი"(პირველი ქართული ხმოვანი ფილმი), "ფრთოსანი მღებავი", "გაღმელი ქალიშვილი", "ბაში-აჩუკი", "გლახის ნაამბობი", "აბესალომ და ეთერი"; პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, წერდა წიგნებს, მასვე ეკუთვნის ა. ბუკიას ოპერის "დაუპატიჟებელი სტუმრების" ლიბრეტო; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; კინორეჟისორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.138; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/165123 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |