| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კობეშავიძე![]()
Biographyცეკვის ხელოვნებას დაეუფლა ქუთაისში, ქორეოგრაფიულ სკოლაში. 1935 წლიდან მუშაობდა თბილისის მილიციის ორგანოებში. აქვე მონაწილეობდა და შემდეგ ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს. 1954 წელს ჩამოაყალიბა ქართული ხალხური ცეკვის ახალგაზრდული ანსამბლი(თავის ვაჟთან ჰამლეტ კობეშავიძესთან ერთად); ანსამბლი ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა. იგი ხალხური ცეკვის III საკავშირო ფესტივალის ლაურეატი გახდა, 1975 წელს კი – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ფოლკლორული ფესტივალის გამარჯვებული (I ადგილი). 1963 წლიდან იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.604; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

