Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ვასილიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1907 წელს. თავდაპირველად მუშაობა დაიწყო პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე; 1920 წლიდან თბილისშია და მოღვაწეობს წყალთა მეურნეობის სამმართველოში ინჟინრად; შეისწავლა მდინარე ხრამი და შეადგინა მისი გამოყენების სქემა, რითაც სათავე დაუდო ხრამხესის მშენებლობას; ორი წლის შემდეგ ზაჰესის მშენებლობაზე ხელმძღვანელობს ელექტრომექანიკურ განყოფილებას; მშენებლობის დამთავრებისთანავე აწინაურებენ რიონჰესის მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; გამოცდილი სპეციალისტი პარალელურად ამიერკავკასიის საგეგმო კომიტეტის კონსულტანტია ელექტროფიკაციის საკითხებში; 1922 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა უნივერსიტეტში და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1926 წელს აირჩიეს პროფესორად; იგი ელექტრონიკის დარგში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; ინჟინერ-ჰიდროლოგი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.145
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |