შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ვაჩეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მოსკოვის ექსპერტ-კრიმინალისტების უმაღლესი კურსები; სწავლობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ უმაღლეს დიპლომატიურ სკოლაში. მუშაობდა რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით კრიმინალისტურ ლაბორატორიაში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე; სასამართლო-სატრანსპორტო სასამართლო-ბალისტიკური კრიმინალისტური ექსპერტიზის წარმატებით ჩატარებისათვის მან რამდენჯერმე დაიმსახურა ზემდგომი ორგანოებისაგან მადლობები. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.146 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |