შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე ვაჩეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1950 წელს. 1952-1953წწ. იყო თბილისის ვაკის რაიონის ადვოკატთა კოლეგიის წევრი; 1957-1964წწ. მუშაობდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად; სწავლობდა საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები როგორც იურისპრუდენციაში, ასევე ხელოვნების ისტორიის საკითხებზე; მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია", "მოწმის ჩვენების, როგორც დამამტკიცებელი საბუთის წყაროს შეფასების ისტორიისათვის", "ყინწვისის მშენებლის გამოსახულების შესახებ", "უფლისციხის მიუვალი გამოქვაბული". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოწმის ჩვენების ფსიქოლოგია", დაიცვა ხარკოვში. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.147
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |