Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევ მარკიზი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტი 1956 წელს(სავიოლინო). 1937 წელს სწავლობდა ქ. მოსკოვის N2 მუსიკალურ სკოლაში(ვიოლინო), შემდეგ გადავიდა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებულ სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში(ვიოლინო, კამერული ანსამბლი); დირიჟორობას დაეუფლა კ. კონდრაშინის ხელმძღვანელობით; 1946-1955წწ. იყო მოსკოვის კინოთეატრების ორკესტრებისა და სსრკ სახელმწიფო კინემატოგრაფიის სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე; 1956-1963წწ. მოსკოვის კამერული ანსამბლის სოლისტი და წევრი; 1963-1981წწ. მის მიერ დაარსებული მოსკოვის სოლისტთა კამერული ორკესტრის "მოსკოვის სოლისტების" სოლისტი და დირიჟორი"; როგორც კამერული ანსამბლის წევრი და დირიჟორი თანამშრომლობდა: რიხტერი, გილელსი, ოისტრახი, კოგანი, შაფრანი, როსტროპოვიჩი, იუდინა, გუტმანი; ქართველ მუსიკოსებთან: ე. ვირსალაძე, ე. და ლ. ისაკაძეები, ა. კორსანტია, ა. თორაძე; 1956 წელს შედგა მისი პირველი გასტროლი საქართველოში(თბილისი), როგორც სოლისტისა და ორკესტრის კონცერტმაისტერისა მოსკოვის კამერულ ორკესტრთან ერთად; 1960 წლიდან რეგულარულად გამოდის საქართველოს კამერულ, რადიოს, სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად; 1978 წელს მოწვეულ იქნა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის ხელმძღვანელად(დირიჟორ ო. საფარიშვილთან ერთად); ორკესტრმა ქ. ვენაში ჰ. კარაიანია სახელობის კონკურსში მოიპოვა გრან პრი და პირველი ადგილი; 1981 წლიდან ემიგრირებულია ევროპაში, ნიდერლანდებში; 1988 წელს ამსტერდამის "New Sinfoniete"-ს დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2002 წელს ხელმეორედ მოიწვიეს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის დირიჟორად; ქართული რეპერტუარი: კვერნაძის, მაჭავარიანის, ნასიძის, ყანჩელის, შილაკაძის, ცინცაძის მრავალი ნაწარმოები; ამსტერდამში გამართა მისადმი მიძღვნილი გ. ყანჩელის "Abi de viderum"-ის პრემიერა(1998); 2005 წელს საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად გ. ყანჩელის საიუბილეოდ გამართა კონცერტები, სადაც შესრულდა გ. ყანჩელის ის ნაწარმოებები, რომლებიც თბილისში არ იყო შესრულებული; გასტროლები: სსრკ, აშშ, ევროპისა და აზიის მრავალი ქალაქი; არის ჰოლანდიის ნიდერლადნული ლომის ორდენის რაინდი (1998), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორი (2003). მევიოლინე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 298 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |