შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ფრუიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაციით 2000 წელს; თბილისის ანთროპოლოგიისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი სამედიცინო ფსიქოლოგის სპეციალობით 2004 წელს 2001-2002 წწ. შპს "გეტა", სამედიცინო მარკეტინგის მენეჯერი; 2001-2003წწ. საერთაშორისო სამოქალაქო სამსახური, პროექტის მენეჯერი; 2004-2006წწ. თბილისის საკრებულო, ექსპერტ-კონსულტანტი; 2006-2009წწ. საქართველოს სკაუტური მოძრ. ორგ., თემში ინვესტირების პროგრამის მენეჯერი; 2010-2012წწ. "ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტის" მენეჯერი; 2012-2015წწ. "მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის" მენეჯერი, სსმო; 2013-2016წწ. ტრენინგცენტრი "ბიმარკი", ტრენერი; 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 2015 წელს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების და ფონდის მენეჯერი; 2015-2016წწ. საქ. სკაუტ. მოძრაობის ორგანიზაცია, კონსულტანტი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |