შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ქაცარავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1999 წელს. 1997-2004 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი; 2005-2016წწ. დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტების მენეჯერი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, პოლიტიკური მდივანი; 2016 წელს პარტია "ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მრჩეველი; 2016-2019წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2016 წელს დედოფალი ელისაბედ II-ის მიერ მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ჯილდო (MBE) ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის; 2020 წლის აპრილში დაინიშნა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად. წყარო: საქართველოს პარლამენტი ვებგვერდი: parliament.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.156 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |