The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ მაღალაშვილი

რევაზ მაღალაშვილი
Date of birth:26 January, 1928
Date of death:3 September, 1995  (at 67 years)
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1943-1945წწ. სწავლობდა თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში, სწავლა განაგრძო თბილისის ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიაში.

1945-1968წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1957 წელს ბერლინში მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ფესტივალის მონაწილე; 1968-1974წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორი; 1974 წლიდან მოსკოვის დიდ თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი, მიჰყავდა უცხოელი მსახიობების კვალიფიკაციის ამაღლების კურსი; ქართული რეპერტუარი: მთელი რიგი წამყვანი პარტიები, მათ შორის: ჯარჯი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), დავრიში (გრ. კილაძე "სინათლე"), მამია, სარდალი, სიკვდილის ცეკვა (დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), ოტელო (ა. მაჭავარიანი "ოტელო"); სხვა რეპერტუარი: მეგობარი (კრეინი "ლაურენსია"), ბაზილი, ესპადა (მინკუსი "დონ-კიხოტი"), ზიგფრიდი (ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), ვაცლავი, ნურალი (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), მა ლი-ჩენი, ლი შანფუ(გლიერი "წითელი ყაყაჩო"), ყაჩაღი (მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი"), ბილი (გერშვინი "რაფსოდია ბლუზის სტილში"), პა დე-დე ("კორსარი"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ყივჩაღთა ცეკვები (ბოროდინი "თავადი იგორი"); ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 302; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 584-585

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: