The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი შიოლაშვილი

ირაკლი შიოლაშვილი
Date of birth:11 February, 1983  (41 years)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს; ამავე ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტი 2006 წელს. სპეციალობა ბიზნესის სამართალი და სამართალმცოდნეობა.

2005-2006წწ. შპს მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს სისტემური ანალიზის ჯგუფის სპეციალისტი; 2006-2007წწ. შპს "მშენებლობის პროექტების" სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს გზებისა და ხაზოვანი კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტი; 2007-2009წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2009-2010წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010-2012წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2012-2013წწ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2013-2016წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარლის მუნიციპალიტეტი ქალაქ თელავში) სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს №25 საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2018-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა", წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

Share: