The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი
Date of birth:24 July, 1975  (49 years)
Category:Diplomat, Economist, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სპეციალობით 1998 წელს; ვაიომინგის უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტის კვალიფიკაციით - 2013 წელს.

1990-1991წწ. - ა/კ რკინიგზის თბილისის განყოფილების აკად. ე. კ. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ახალშობილთა პალატის სანიტარი; 1998-2012წწ. - საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო მდივანი, პრეზიდენტი, სამეთვალყურეო კომისიის პრეზიდენტი; 1998-2004წწ. - დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების მრჩეველი; 2005 წელს - საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტის, დსთ-ს სამმართველოს მესამე მდივანი; 2005-2006წწ. - საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის მეორე მდივანი; 2008-2012წწ. - ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი; 2012 წელს - პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრი, ჰადსონის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი. 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "გახარია საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის უფრაქციო პარლამენტის წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2019-2019)

Share: