Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგუცა კუპრაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული დრამატურგიული ფაკულტეტი 1927 წელს. 1926 წელს მსახიობად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო შ. რუსთაველის თეატრში; 1927–1928წწ. თბილისის მუშათა თეატრში, ხოლო 1928–1957წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, იყო მისი ერთ–ერთი დამაარსებელი. მან შექმნა ბიჭუნების (ე.წ. ტრავერსი) დაუვიწყარი სახეები მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე: თავისუფლების მოტრფიალე ინგლისელი ჯონი ("რობინ ჰუდი"), დოყლაპია ვახუშტი ("ნაცარქექია"), დაბეჩავებული გიქორი ("გიქორი"), ხულიგანი ნუკა ("აურიე რგოლი"), მხიარული რუსი ბიჭი გრიშუტკა ("კიკვიძე") და სხვა. არანაკლებ მომხიბლავი იყო მსახიობი გოგონებისა და ქალების როლებში: ზანგი ბეკი ("ალმასის საბადოები"), წუნია გასათხოვარი ("კომბლე"), ცელქი კატო ("ქაჯანა"), მოხუცი ძიძა ("რომეო და ჯულიეტა") და სხვა. მისი სამსახიობო ოსტატობის ინდივიდუალობა გამოიხატებოდა ხალისიანი, ტემპერამენტიანი ბიჭუნების (ე. წ. ტრავესტი) როლების წარმატებით შესრულებაში. მხატვრული სახეების მისეული განხორციელება ხასიათდებოდა სიღრმისეული გააზრებითა და შთამბეჭდავი გამომსახველობით. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.616; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.235 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |