The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან ირემაძე

ქეთევან ირემაძე
Date of birth:8 September, 1912
Date of death:19 August, 1945  (at 32 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო ლიტეტრატურული მოღვაწეობა; ნიჭთან ერთად გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით; მან მკითხველს გააცნო რუსი და ევროპელი კლასიკოსების ქმნილებები; ქართულად აამეტყველა აბატ პრევოს "მანონ ლესკო", ბალზაკის "ოცდაათი წლის ქალი", დიდროს "რამოს ძმისწული", მერიმეს "კარმენი", დიუმას "ქალი კამელიებით", კოსტანის "ადოლფი", ტანიანოვის "კიუხლია"; ქართულიდან რუსულად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები; დაწერილი აქვს მონოგრაფიები ბარბარე ჯორჯაძეზე, ნინო ორბელიანზე, ეკატერინე გაბაშვილზე, ჭოლა ლომთათიძეზე, შიო არაგვისპირელზე; მას ქონდა ორიგინალური ნაწარმოებები; სამწუხაროდ არ დასცალდა ისტორიული რომანის - "ქეთევანის" დამთავრება, რომლისათვის მასალების მოძიებასა და მომზადებას დიდი დრო შეალია.

წყარო: მამულიშვილთა სავანე./ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ. - თბ., 1994. - გვ.192; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.353; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Bibliography


Share: