შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. სწავლობდა ხარკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტში 1909-1916წწ.. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს სამხედრო გზების მშენებლობაზე ერზრუმის რაიონში; 1918 წლიდან საქართველოშია და მთელ ძალისხმევას ახმარს ჩვენში ტექნიკური განათლების სათანადო დონეზე დაყენების საქმეს: სათავეში უდგას ამიერკავკასიის პირველ ტექნიკურ სასწავლებელს, არის საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მდივანი; მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომელიც 1929 წელს გამოეყო და გაფორმდა ინდუსტრიულ ინსტიტუტად; აქ იგი 15 წელიწადს ქიმიურ-ტექნიკურ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა როგორც დეკანი, ხოლო სამი ათეული წლის მანძილზე განაგებდა კათედრას; მისი მეცნიერული მემკვიდრეობა 250-ზე მეტ შრომას მოიცავს, ამასთანავე იყო საქართველოში ტექნიკური აზროვნების აქტიური პროპაგანდისტი და დიდი პოპულარიზატორი, კერძოდ მეცნიერის ქმედითი მონაწილეობით დაარსდა პირველი ქართული ტექნიკური ხასიათის ჟურნალი ტექნიკა და ცხოვრება, რომლის პირველი რედაქტორიც თვითონ იყო; ქიმიკოსი, დოქტორი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.196 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |