Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კუკური ლაფერაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებული დრამატული სტიდია 1946 წელს. 1946–1956წწ. მოღვაწეობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1956 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისის კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ხოლო 1958 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იყო სახასიათო, დრამატული და კომედიური როლების შესანიშნავი შემსრულებელი. მნიშვნელოვანი როლები: კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში – ზურაბი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), უშანგი (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი") და სხვა. დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში: "ჩრდილი გზაზე" (გიორგი ჩოხელი), "საბუდარელი ჭაბუკი" (გიორგი), "მე ვიტყვი სიმართლეს" (მერაბი), "მამლუქი" (ჰუსეინ–აღა), "ღვინის ქურდები" (ფირუზა) და სხვა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.620; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.301
Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |