შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ლეკვეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1977 წელს. ევროპის ჩემპიონი (1970, გულაღმა 100 მ), მეორე (1970, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ) და მესამე (1970, გულაღმა 200 მ) პრიზიორი, ევროპის თასის მფლობელი (1969), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1968-71, გულაღმა 100 მ; 1970-72, გულაღმა 200 მ) და სამგზის მეორე პრიზიორი (1968-69, გულაღმა 200 მ; 1972, გულაღმა 100 მ). 1968 წლის მეხიკოს (კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ – IV ადგილი, გულაღმა 100 მ – XV, გულაღმა 200 მ – XXV) და 1972 წლის მიუნხენის (კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ – IV, გულაღმა 100 მ – X; გულაღმა 200 მ – XX) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. პირადი საუკეთესო შედეგები: გულაღმა 100 მ – 1.06,96 წთ, გულაღმა 200 მ – 2.26,50 წთ. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1970). მოცურავე. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.623; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.325 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |