შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათა მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიაქართული დრამატული თეატრის მსახიობი. მისი პირველი დებიუტი სცენაზე 1909 წელს, სარდუს პიესა "აი გიდი მეგობრობაში", მორისის როლის შესრულებით შედგა. მუშაობდა რეჟისორ ვასო აბაშიძესთან. როლები: ჰერტი("იმედის დაღუპვა"), სურენა(შირვანზადეს პიესა "ნამუსისათვის"), ცანცარა(ვ. გუნიას "სიძე-სიმამრი"), პრაპორშჩიკ სუმბუქაშვილი("აღლუმი"), გასტონი("მარგარიტა გოტიე"), ერეკლე("ღალატი"), ლევან ხიმშიაშვილი("სამშობლო") და სხვა. შესანიშნავად ასრულებდა კომედიურ როლებს. სიცოცხლის ბოლო 7- 8 წელი მოღვაწეობდა მოსკოვის ოპერეტის თეატრში, ბონის("სილვა") როლის შესრულებამ მას დიდი წარმატება მოუტანა. მწერალ სოფრომ მგალობლიშვილის ვაჟი, მოსკოვის ოპერეტის თეატრის პრიმადონა რ. ლაზარევას მეუღლე. წყარო: სცენის ოსტატები.-თბ.,1951.-გვ.145
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |