The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო რომანიშვილი

სოსო რომანიშვილი
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1933  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

პირველად 1901 წელს ავჭალის აუდიტორიის პატარა სცენაზე გამოჩნდა. დიდი როლები თავიდანვე არ განუსახიერებია, სამაგიეროდ ეპიზოდურ როლებში ისეთი კოლორიტული სახეები შეუქმნია, რომ ბევრი თავისი პარტნიორი დაუჩრდილავს. მაგ. სოსანა(ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ყასაბი არუწა("მელანიას ოინები"). საუკეთესო სახეები შექმნა თბილისის რუსულ სცენაზე: ზაგორეცკი(ა. გრიბოედოვი "ვაი ჭკუისაგან"), ბობჩინსკი(ნ. გოგოლის "რევიზორი"). ძირითადად იგი გამოდიოდა სახალხო სახლების სცენასა და მუშათა აუდიტორიის წინაშე. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი თბილისის მუშათა ქართული თეატრის დასში განაგრძობს მუშაობას, როგორც პროფესიონალი მსახიობი. შესრულებული როლები: საბა(ნ. შიუკაშვილის "სიმახინჯე"), ანანია("ღალატი"), სილვა(ტ. რამიშვილი "შეშლილნი"), ბაშლე("დიდების გამყიდველები", რეჟ.: გრ. სულიაშვილი), სოსანა("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", რეჟ.: მიხეილ ჭიაურელი) და სხვ.

წყარო: სცენის ოსტატები.-თბ.,1951.-გვ.183


გააზიარე: