შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკო საფაროვა-აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. სცენური მოღვაწეობა დაიწყო 1879 წელს ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში; დიდი ოსტატობით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე კომედიურ(მონაწილეობდა ოპერეტებშიც) როლებს: ნატალია(გ. სუნდუკიანის "ხათაბალა"), კლოდინა, ტუანეტი(მოლიერის "ჟორჟ დანდენი", "ეჭვით ავადმყოფი"), ელენე, მაშო(ცაგარელის "კუდურ ხანუმ", "ციმბირელი"), ლიზა(გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), მარია ანტონოვნა(გოგოლის "რევიზორი"), ფაიხოში(დ. ერისთავის "სამშობლო"), ოფელია(შექსპირის "ჰამლეტი"), ლუიზა(დენერისა და კორმონის "ორი ობოლი"), პოლინა(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"); ქართულად თარგმნიდა რუსულ და ფრანგულ პიესებს. ცნობილი ქართველი მსახიობის, ვასო აბაშიძის მეუღლე და მსახიობ ტასო აბაშიძის დედა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.150; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |