Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კუკუევკა, ტულის ოლქი (რუსეთი). დაამთავრა თბილისის ვაჟთა I გიმნაზია; 1877-1881 წლებში სწავლობდა პეტერბუგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი პირველი პიესებია "ცხოვრების უფლებები" (1877, დაკარგულია), "მეხამრიდი" (1879; 1885 ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად გადააკეთა პიესად "შავარდნები და ყორნები"); ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთა ძირითადი ნაწილი სოციალურ პრობლემატიკას ეძღვნება ("საუკუნის ქალიშვილი", 1880; "ფოთლები შრიალებენ", 1881; "სახელგანთქმული კაცის მეუღლე", 1884; "ჯაჭვები", 1888; "მზის ჩასვლა", 1889 და სხვ.); მძაფრად გააკრიტიკა თავადაზნაურული და ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებანი ("ჯენტლმენი", 1897; "ირინეს თემი", 1901; "ბადე", 1903; "ბელადები", 1907). ავტორია ისტორიული დრამებისა ("მეფე იოანე IV ", 1884; "ძველი წრთობა", 1895 და სხვ.); საქართველოს უძღვნა ისტორიული დრამა "ღალატი" (1903), რომელიც ერთგვარი ნოსტალგიაა ჩვენს გმირულ წარსულზე; მისი პიესები ქართულ ენაზე ითარგმნებოდა 1889-იდან (მთარგმნელები ა. წერეთელი, ვ. გუნია, კ. მესხი, ნ. ავალიშვილი); პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1876 წელს თბილისში, სოლცევის ფსევდონიმით, 1878-1879წწ. გამოდიოდა პეტერბურგის თეატრებში; არაერთხელ ყოფილა გასტროლებზე საქართველოში მცირე თეატრის დასთან ერთად; 1882-იდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში; 1909 წლიდან იყო დასის მმართველი, 1918-იდან სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე, 1919-იდან დირექციის თავმჯდომარე, 1923-იდან დირექტორი, 1926-იდან საპატიო დირექტორი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დიუნა, მარკიზი პოზა, მორტიმერი (შილერის "ორლეანელი ქალწული", "დონ კარლოსი", "მარიამ სტიუარტი"); დონ კარლოსი, რუი ბლაზი (ჰიუგოს "ერნანი", "რუი ბლაზი"); იაგო, ოტელო, რიჩარდ III, ჰამლეტი (შექსპირის "ოტელო", "რიჩარდ III", "ჰამლეტი"); ურიელი (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"); ეგმონტი (გოეთეს "ეგმონტი"); ლორდი კაკერშამი (უაილდის "იდეალური ქმარი"); ფიგარო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"); ჩაცკი, ფამუსოვი (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"); ტელიატევი (ოსტროვსკის "ცოფიანო ფულები") და სხვ. 1923 მონაწილეობა მიიღო რუსთაველის თეატრში კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.603 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |