The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან შალიკაშვილი

ვალერიან შალიკაშვილი
Date of birth:23 May, 1874
Date of death:30 January, 1919  (at 44 years)
Burial location:სოფელ აკეთის სასაფლაო, ლანჩხუთის რაიონი
Category:Playwright, Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1902 წელს ალექსი-მესხიშვილის დასში; 1909-1910წწ. სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სარეჟისორო კურსებზე; ქართულ სცენაზე ამკვიდრებდა სამხატვრო თეატრის შემოქმედებით პრინციპებს; მუშობდა თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაქოს ქართულ და სხვა თეატრებში; შეასრულა დარისპანის (კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), სოლეიმანის (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), იაგოს (შექსპირის "ოტელო"), დე სილვას (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), და სხვა როლები; დადგა 50-მდე სპექტაკლი (გედევანიშვილის "მსხვერპლი" და "სინათლე", დ. ერისთავის "სამშობლო", კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", იბსენის "დოქტორი შტოკმანი" და სხვ.); დაწერა 7 ("გადაჭრილი მუხა", "უნიადაგონი", "ოჯახი", და სხვ.) და თარგმნა 18-მდე პიესა; 1918 წელს მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა ჯაბადარის სტუდიაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.678; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138


Share: