შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიცა მაღლაფერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1969 წელს(ვოკალური), თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1971 წელს(ენერგეტიკის ფაკულტეტი), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს(ვოკალური). 1985–1986წწ. გაიარა სტაჟირება მილანის ლა სკალას აკადემიაში, პედაგოგი ჯ. სიმიონატო; 1975–2010წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(სოპრანო); ქართული რეპერტუარი: ეთერი, მარო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ნაცარქექიას ცოლი(მ. დავითაშვილი "ნაცარქექია"), მზია, ფეფო(ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "ნიშნობა"), შუშანიკი(ბ. კვერნაძე "იყო მერვესა წელსა", პრემიერა 1983), სილვანა(გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა", პრემიერა 1984), რ. ქარუხნიშვილი "გალობანი მარიამ ღვთისმშობლისადმი"(1994, პირველი შესრულება), გ. ჩლაიძე მონო–ოპერა "წიგნი ნესტან–დარეჯანისა"(2005, პირველი შესრულება), ქართველ კომპოზიტორთა რომანსები; სხვა რეპერტუარი: არკაბონინა(ი. ქ. ბახი "ამადის გალელი") მიმი(პუჩინი "ბოჰემა"), პამინა, ცერლინა, დონა ელვირა(მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა", "დონ ჟუანი"), დეზდემონა, ამელია(ვერდი "ოტელო", "ბალ–მასკარადი"), ტატიანა, იოლანტა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"); კამერული რეპერტუარი: მოცარტი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, რახმანინოვი; გასტროლები: სსრკ, ბუსეტო, გელზენკირჰენი, ერევანი, იზმირი, სტამბული, ჰამბურგი, მილანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 302 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |