The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარგო მაყაშვილი

Legal name:მარგარიტა მაყაშვილი
Other name:სოფიო
Date of birth:2 March, 1908
Date of death:August, 1981  (at 73 years)
Category:Librarian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

დაამთავრა ქ. თელავის საშუალო სასწავლებელი 1929 წელს.

1925 წელს საკუთარი ბიოგრაფიული ცნობის თანახმად "არალეგალურად გადალახა საბჭოთა სახელმწიფოს საზღვარი და გადავიდა ირანში"; ირანში მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოზე, მათ შორის, 1936 წლიდან კინო "მაიაკის" დირექტორად, "1946 წელს ამავე ფირმის მიერ მივლინებულ იქნა პარიზს, ფილმების შესაძენად"(ავტობიოგრაფია); 1948 წელს დაბრუნდა საქართველოში; 1951 წელს ექსტერნად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიური ფაკულტეტი; 1951 წელს გადასახლებულ იქნა შუა აზიაში, ყაზახეთში; 1955 წელს რეაბილიტაციის შედეგად დაბრუნდა სამშობლოში; 1956-1978წწ. იყო  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკარი, 1959 წლიდან ბიბლიოთეკის დირექტორი; ღრმა ერუდიციის(ქართული, ირანული ფრანგული, რუსული ენების, ლიტერატურისა და კულტურის მცოდნე) პატრონმა დიდი ამაგი დასდო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკას, ფონდების გამდიდრებასა და კარტოთეკის შექმნას სხვადასხვა ენებზე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 304

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი

Share: