Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ მაჩაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კუმისი, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1942 წელს. 1943-1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე, 1966-1969წწ. ამავე თეატრის მთავარი ადმინისტრატორი, 1969-1972წწ. დირექტორის მოადგილე; ქართული რეპერტუარი: ზაალი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), მონტანო (ა. მაჭავარიანი "ოტელო"), რეზო(ს. ცინცაძე "ცისფერი მთის საუნჯე"), გერმანელი ოფიცერი(დ. თორაძე "მშვიდობისათვის"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ბოქაული(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ქართული (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), სპარსელის ცეკვა (ზ. ფალიაშვილი "ლატავრა"), მთიულური (ი. გოკიელი "პატარა კახი"), მხედრული (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"); სხვა რეპერტუარი: მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი", კრეინი "ლაურენსია"; ცეკვების დადგმა: ზ. ფალიაშვილი "დაისი" (1962, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდია), ო. თაქთაქიშვილი "ორი ნოველა" (1967, ხარკოვი), რ. ლაღიძე "ლელა"(1978, კოშიცე, ჩეხოსლოვაკია); ბალეტის მოცეკვავე; თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრის დირექტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 305; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.431 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |