Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა აბაშა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის უნივერსტიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე 1920 წლიდან; დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია; თბილისის უნივერსტიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1931 წელს. სცენაზე პირველად გამოვიდა 1917 წელს, წაღვერში შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, პიესაში "ბატონი და ყმა" შეასრულა პეპიას როლო. 1922-1927 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში, პერიოდულად გამოდიოდა რაიონულ თეატრებში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: რეგიდორი ("ცხვრის წყარო"), სპასალარი ("სინათლე"), ბარდოლფი ("უინძორელი მხიარული ქალები") და სხვ. მსახიობობის გარდა, მუშაობდა მასწავლებლად, საქართველოს სხადასხვა ქალაქების თეატრებში დგამდა სპექტაკლებსაც; მასობრივ სცენებში მონაწილეობდა კინოშიც. 1924-1930წწ. თეატრის მსახიობია; ამავე დროს ვოკალური ხელოვნებას ეუფლება ო. შულგინას ხელმძღვანელობით თბილისის კონსერვატორიაში მონაწილეობს დრამატულ და საოპერო სპექტაკლებში; 1930 წელს ადმინისტრაციულ სამუშაოზეა - "საქფილეგთის" დირექტორი, ხელოვნების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1951-1952წწ. პარალელურად ასრულებდა ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას; შემდეგ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1956 წლიდან გრიბოედოვის თეატრის დირექტორია; ამ პერიოდში იგი საქართველოს კინემატოგრაფიის, შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილეცაა; 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.205; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.543 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |