Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პლატონ კეშელავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ერკეთი, ჩოხატაურის რაიონი. სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1916 წლიდან; თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1918 წლიდან. ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ საქმიანობას; იყო ჟურნალების - "მომავლისა" და "ხელოვნების" პასუხისმგებელი მდივანი; 1920 წლიდან მისი ნაშრომები იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში; 1943 წელს დაინიშნა ყვარელში ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორად, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა; მან მუზეუმი შეავსო მრავალი ექსპონატით და იგი რესპუბლიკის ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ-საგანმანათლებლო კერად აქცია; ამასთანავე იგი კვლევით მუშაობასაც ეწეოდა; მის კალამს ეკუთვნის საყურადღებო ნაშრომები: "ილია ჭავჭავაძის გენეალოგია", "ილია ჭავჭავაძე გოგოლის მსოფლიო მნიშვნელობაზე", "ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრი 1906-1907 წლებში", "ილია ჭავჭავაძე და არტურ ლაისტი", "ილია შრომის შესახებ", "ილია და ქართული თეატრი" და სხვა.; აღსანიშნავია მისი ნაშრომები: ი. ტურგენევზე, ლ. არდაზიანზე, არსენას ლექსზე, ვაჟა-ფშაველაზე; იგი იყო კ. მარჯანიშვილის მემუარების რედაქტორი და მოლიერის პიესების თარგმანებს კრებულის წინასიტყვაობისა და შენიშვნების ავტორი; საინტერესოა იგი, როგორც კრიტიკოსი და პუბლიცისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.214 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |