Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი; შარლოტენბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის წოდებით 1924 წელს. 1903 წელს დაინიშნა შორაპანში ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე სალიანდაგო უბანზე უფროს მუშად; ორი წლის შემდეგ გადავიდა ჭიათურაში გზის ოსტატად, შემდეგ აქვე დააწინაურეს ტექნიკოსად; 1908 წელს სამუშაოთა მწარმოებელია ჭიათურა-დარკვეთ-საჩხერის ხაზის მშენებლობაზე; 1911 წელს გადაჰყავთ ბაქოში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ასრულებს უბნის უფროსის თანაშემწის მოვალეობას; კახეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყებისთანავე იგი დაინიშნა თბილისი-ვაზიან-იორის დისტანციის უფროსად, ხოლო გზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ პირველი სალიანდაგო უბნის უფროსად; ზაჰესის მშენებლობაზე უბნის უფროსად; შეთავსებით მუშაობდა თბილისი-კოჯრის რკინიგზის გეგმის შედგენაზე; 1926 წელს გადაიყვანეს ქლაქის აღმასკომში ტექნიკური ნაწილის გამგედ, შემდეგ დაევალა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის ხელმძღვანელობა; ამასთანავე ის კითხულობდა ლექციებს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე; მისი მონაწილეობით 1917 წელს დაარსდა თბილისში ქართული ტექნიკური საზოგადოება; ინჟინერ-მშენებელი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.235
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |