The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლეჟავა

გიორგი ლეჟავა
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1977  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლახუნდერი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტორული დახელოვნების ფაკულტეტი 1929 წელს. მოსკოვის არქიტექტურული აკადემიის არქიტექტურული დახელოვნების ფაკულტეტი 1946 წელს.

1934 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. პრაქტიკულ საქმიანობას გ. ლეჟავა წარმატებით უთავსებდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. იგი ხშირად მონაწილეობდა არქეოლოგიურ თუ აზომვით ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. მან აზომა და მეცნიერულად შეისწავლა საცხოვრებელი სახლები მთა-თუშეთსა და სვანეთში. მონაწილეობდა საქართველოს პავილიონის პროექტირებასა და მშენებლობაში საკავშირო გამოფენაზე (1939 წელს ა. ქურდიანთან ერთად). ნამუშევრები: თბილისში – საქართველოს მთავრობის სახლის ზემო და მთავარი კორპუსები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპლექსის გენერალური გეგმა (1947), რკინიგზის პავილიონი ახალ ათონში (1954) და სხვა. გიორგი ლეჟავამ თავის მეუღლე მ. ჯანდიერთან ერთად გამოსცა ორი მონოგრაფია-"სვანეთის არქიტექტურა" და "მთიანი საქართველოს არქიტექტურა".

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.624; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.234

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: