| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე კონიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია 1913 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ასისიტენტი (1926 წლიდან). 1924–1930წწ. ეცნობოდა საკურორტო სამკურნალო საქმეს გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ჩეხეთ-სლოვაკეთში. 1930–1936წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის გამგე, ერთდროულად, 1928–1938წწ. თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1935-1938წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის გამგე. მან პირველმა დანერგა საქართველოში კურორტოლოგიური კვლევის ბიოქიმიური მეთოდები. იგი შეისწავლიდა შაქრიან დიაბეტს, ბორჯომის წყლის გავლენას და სხვა. იყო საქართველოს ანტირევმატული კომიტეტის ორგანიზატორი და პირველი თავმჯდომარე. კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1935); რეპრესირებულია და სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული. ქართველი კურორტოლოგი და ფიზიოთერაპევტი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.608; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 150; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.594-596 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

