The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კუჭუხიძე

ალექსანდრე კუჭუხიძე
Date of birth:26 June, 1921
Date of death:16 October, 2013  (at 92 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკოვო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზისა და ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1948 წელს.

 მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიური ფაკულტეტები, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამრეწველო საწარმოთა ეკონომიკის და მართვის კათედრა. 1991 წელს დაარსა საქართველოს ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტი; 1995 წელს მისივე თაოსნობით შეიქმნა საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია; 1998 წელს სრულიად საქართველოს საზოგადოება "კოლხეთი", კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს ჰუმანიტარულ–ეკონომიკურ ინსტიტუტში. 1996 წელს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსა ჟურნალი "მოამბე", 1996 წელს გაზეთი "განათლება, მეცნიერება, ბიზნესი" და თვითონვე იყო მათი მთავარი რედაქტორი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკური დარგის მეცნიერებათა კადრების აღზრდაში. ინჟინერ–ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.618; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.420;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.248-249

Member of Organizations

  • ნიუიორკის მეცნიერებათა აკადემია
  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრი, პრეზიდენტი (1995-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი (1958-)

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ინჟინერ-ეკონომისტთა კადრების მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: