Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ გოგიტიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1897 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა ბავშვთა სნეულებების კათედრაზე. 1904 მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1909 აირჩიეს კიევის უნ-ტის პედიატრიის კათედრის პრივატდოცენტად, 1912 – ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის პედიატრიის კათედრის გამგედ. 1921-იდან იყო თსუ-ის ბავშვთა სნეულებების კათედრის გამგე. მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის ორგანიზმის თავისებურებებისა და ჰიგიენის შესწავლას. მან ერთ-ერთმა პირველმა დაადგინა ქალის რძეში ცხიმის გაჩენის გზები. პედიატრი, მეცნიერული პედიატრიის პიონერი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1904), პროფესორი (1912). სადისერტაციო თემა - "О переходе пищевого жира в молоко", დაიცვა 1904 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.63; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.637 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |