Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მდივანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სასახლე (ქვედა საზანო), ზესტაფონის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1924-1926წწ.. პირველი აღიარება ახალგაზრდა დრამატურგს მოუტანა პიესა "ალკაზარმა", რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგა 1936 წელს; 30-იანი წლებიდან მოყოლებული მისი პიესები სისტემატურად იდგმებოდა არა მარტო ქართულ სცენაზე, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში; განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად: "ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ", "პარტიზანები", "პეტრე ბაგრატიონი", "ტერეზას დაბადების დღე", "კონსული მოიტაცეს", "შენი ძია მიშა" და სხვა.; ომის წლებში იგი გაზეთ "პრავდის" სამხედრო კორესპოდენტია; ნანახი და განცდილი ნიჭიერმა ხელოვანმა შემდგომ ასახა კინოსცენარებში: "მოსკოვის ზეცა", "რიგითი ალექსანდრე მატროსოვი" და სხვა.; ის კინოში გამოჩნდა 1925 წელს; უკვე 1927 წელს დაწერა კინოსცენარი "ახალგაზრდობა იმარჯვებს"; ამას მოჰყვა მისი სცენარით გადაღებული ფილმები: "ფრთოსანი მღებავი", "დაკარგული სამოთხე", "ჩვენი ეზო", "ხევსურული ბალადა", "საბუდარელი ჭაბუკი" და სხვა.; სულ საქართველოში მისი სცენარით დაიდგა 21 ფილმი; აღსანიშნავია, რომ დრამატურგის ერთ-ერთ ფილმს "ჩემი ბებია", რომელიც გადაიღო რეჟისორმა კ. მიქაბერიძემ ოციანი წლების ბოლოს მთავრობის მიერ უნდობლობის გამო ყადაღა დაედო, მხოლოდ 70-იან წლებში გამოვიდა ფართო ეკრანებზე; მისი სცენარები დიდი პოპულარობით სარგებლობდა უცხოეთშიც; მაგალითად: "საბჭოთა კავშირი იტალიელების თვალით", "მზესუმზირა", "5 რგოლის ისტორია" (იტალია), "გენერლები და ვარსკვლავები" (უნგრეთი), "დიდი გზა" (ჩეხოსლოვაკია); 1984 წელს მისი სახელი მიენიჭა ქვედა საზანოს სოფლის სკოლას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სცენარისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.262-263; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 640 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |