Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ გაგუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხით 1997 წელს; Joint Vienna Institute, Austria, ეკონომისტი, ეკონომიკის მაგისტრთან გათანაბრებული 1998 წელს; Williams College, United States, ეკონომისტი, ეკონომიკის მაგისტრი 2013 წელს. 1997-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახური, ეროვნული კონსულტანტი; 1999-2000წწ. USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, ეკონომიკური ექსპერტი; 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახური, მთავარი სპეციალისტი; 2001 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მთავარი ფინანსური სპეციალისტი; 2001-2006წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ფინანსური დირექტორი; 2004-2006წწ. სს "თბილისის წყალი“, საინფორმაციო სისტემების განვითარების კონსულტანტი; 2006-2010წწ. შპს "სთრაიდ ჯორჯია“, ფინანსური დირექტორი, 2010 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მრჩეველი; 2010-2012წწ. მსოფლიო ბანკი, SIDA, DFID-ის დაფინანსებით მიმდინარე ფინანსური სექტორის მართვის მხარდაჭერის პროექტი, პროექტის განმახორციელებელი რგოლის დირექტორი; 2011-2012წწ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 2013-2015წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი; 2015-2016წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი; 2016 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2016 წლის ნოემბრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. წყარო: mof.ge/5017
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |