Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1960 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; 1970–1990წწ. იყო გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე (ამჟამად გრაფიკული დიზაინის), 1989 წლიდან პროფესორი; მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებულია თემატიკური და ჟანრობრივი მრავალფეროვნება. მასვე ეკუთვნის ძველი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ჩანახატები. ნამუშევრები: გრაფიკული სერია "ძველი თბილისი" (1962-1999), "თბილისი, გომის ქუჩა", "გულშემატკივრები სტადიონის შესასლელთან" (ორივე 1960, ყველა მხატვრის კუთვნილება), "რიონის ხეობა" (1963, საქართველოს სურათების ეროვნული გალერეა), დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვლის" ილუსტრაციები (1962), "დრეზდენი" (1962, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სერია სვანეთზე" (1970-1981), "მონრეალი" (1970, ორივე მხატვრის კუთვნილება და სხვ.). გადაღებულია ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში, როგორიცაა: "არსენა", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე", "მწვერვალთა დამპყრობნი", "მალახოვის ყორღანი", "წიგნი ფიცისა". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.624; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.270; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.343-344 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |