The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მაჭავარიანი

Date of birth:2 September, 1901
Date of death:10 July, 1975  (at 73 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია 1917 წელს(პარალელურად სწავლობდა ფორტეპიანოსა და ვიოლონჩელოს), ბაქოს მუსიკალური სასწავლებელი, მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო სკოლა 1920 წელს.

1921 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე, შეთავსებით საბალეტო სკოლის პედაგოგ-რეპეტიტორი; მუშაობდა როგორც ქორეოგრაფი სხვადასხვა თეატრში, კინოსტუდიაში; 1928 წლიდან მუშაობდა ქ. ქუთაისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; მისი მონაწილეობით განხორციელდა კ. მარჯანიოშვილის ყველა დადგმა, ასევე მუსიკალურად გააფორმა 8 სპექტაკლი, იმ დროისათვის პირველი ქართული პანტომიმა-ბალეტის "ხანძარი"-ს დადგმა, რომელიც ნაჩვენები იყო მოსკოვში და ხარკოვში; დადგმა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საბალეტო სპექტაკლში პირველად იყო გამოყენებული სიმღერის ელემენტი; 1933 წელს კ. მარჯანიშვილთან ერთად მიიწვიეს მოსკოვში, მცირე თეატრის(МХАТ) და ოპერეტის თეატრში დადგმებზე: ვერდი "დონ კარლოსი", შტრაუსი "ღამურა"; 1936 წლამდე მუშაობდა მოსკოვის ოპერეტის თეატრში; 1937-1940წწ. იმყოფებოდა პატიმრობაში; 1940-1968წწ. მუშაობდა თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში, პარალელურად დადგმებს ახორციელებდა თბილისის კ. მარჯანიშვილის, შ. რუსთსველის, მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, საქართველოს რაიონების ყველა თეატრში, მუშაობდა აგრეთვე რუსული მუსიკალური კომედიის თეატრში, თოჯინების თეატრში, საქართველოს ფილარმონიაში; მონაწილეობდა კინოფილმებში: "ქეთო და კოტე", "არსენა" და მულტიპლიკაციური ფილმების დადგმებში; ხელმძღვანელობდა თვითმოქმედ წრეებს; ხშირად ასრულებდა კონცერტმაისტერის ფუნქციას; თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის წინაშე დამსახურებისათვის პენსიაზე გასვლის შემდეგ მიანიჭეს კოლექტივის საპატიო წევრის წოდება; იყო სსრკ-ში პირველი ასირიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი; ქართული რეპერტუარი, მუსიკალური კომედიები: შ. მილორავა "ერთხელ გაზაფხულზე"(1951), "სასიძოები"(1953), "საყვარელი დისშვილი"(1955), "დალი"(1956), "სიმღერა თბილისზე"(1958), "ჭირვეული ქმრის მორჯულება"(1959), "მხოლოდ შენ ერთს"(1961), ს. ნასიძე "სტუდენტები"(1965), ნ. გუდიაშვილი "სალხინობელი", შ. ჯოჯუა "ორი ქალიშვილი"; ოპერა: რ. გაბიჩვაძე "ნანა"(1959, თბილისის საოპერო სტუდია); სხვა რეპერტუარი: ვერდი "დონ კარლოსი", ი. შტრაუსი "ღამურა"(მოსკოვი), "პატარძალთა ბაზრობა"(მოსკოვი, უფა), "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"; დადგმები კინოფილმებში: "სამი სიცოცხლე", "დაკარგული განძი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 307; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.606

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: