The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკა მახარაძე

მაკა მახარაძე
Date of birth:19 May, 1950  (74 years)
Category:Dancer, Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს.

1963-1968წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1968-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1993-1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე; 1997 წლიდან თბილისის I სშუალო სკოლასთან არსებული საბავშვო სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელი, შემდეგ ეწოდა "მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია"; ქართული რეპერტუარი: ჰერტრუდა(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), ალალმე(დ. თორაძე "გორდა"), კოლომბინა(გ. სოგე "მოხეტიალე კომედიამტები"); სხვა რეპერტუარი: ავრორა, ესპანელი ქალი(ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი", სადებიუტო სპექტაკლი "გედების ტბა"), ქუჩის მოცეკვავე, მერსედესი(მინკუსი "დონ კიხოტი"), კარმენი(ბიზე-შჩედრინი "კარმენ-სიუიტა"), ემილია(პერსელი "მავრის პავანა"), მეძავი ქალი(პროკოფიევი-ბალანჩინი "უძღები შვილი"), ნურიდა(ამიროვი "ათას ერთი ღამე"), პერსეფონა(გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"), ნიკესი(ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), მეგობარი ქალი(გლაზუნოვი "რაიმონდა"), სოლო(რაველი "ბოლერო"), ცეკვა ჯამპე(მინკუსი "ბაიადერა"); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ცეკვა(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ქალი მათრახით(გ. ყანჩელი "...და არს მუსიკა"); საბავშვო საბალეტო სპექტაკლები, დადგმები: "მაკნატუნა", "ფიფქია"; მონაწილეობდა დრამატულ სპექტაკლებში: "ოიდიპოს მეფე", "ჭინჭრაქა", "ბედი მდევარი"; გადაღებულია კინოფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი", "ჩვენი ეზო", "იყო შაშვი მგალობელი", "ქალაქი ანარა", "ჯადოსნური ღამე", "გასეირნება თბილისში", "დანაშაული მოხდა", "აქედანა და შენამდე", "ფესვები", "მაცივარში ვიღაც იჯდა"; გასტროლები: თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, რუსეთი(საბავშვო საბალეტო სტუდიის მოსწავლეების მონაწილეობით); დამდგმელი-ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 309

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: