შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მახათელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1966 წელს, შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1975 წელს(დრამისა და ბალეტის ფაკულტეტი). 1966-1992წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1980-1983წწ. სტაჟირება გაიარა ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1983-1985წწ. გალის ცეკვის, მიმიკისა და პლასტიკის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფი; 1991-1992წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი; 1993-2001წწ. თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, პარალელურად ქ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი-ბალეტმაისტერი; მუშაობდა ნიკარაგუაში, ქ. მანაგუას კომპანია "ბალეტ-მოდერნში" პედაგოგ-რეპეტიტორად; 2001 წლიდან მოღვაწეობს აშშ-ში; 2000-2001წწ. კონტრაქტით მუშაობდა აშშ-ს აიდახოს შტატში, საბალეტო სკოლის ხელმძღვანელად, სადაც განახორციელა ჩაიკოვსკის "მაკნატუნა"-ს, დელიბის "კოპელია"-ს დადგმები; 2002-2004წწ. იყო აშშ-ს კოლორადოს შტატის ქ. დენვერის დევიდ ტეილორის საბალეტო სკოლის პედაგოგი; იქვე დააარსა კერძო საბალეტო სკოლა "მახათელი-ბალე", 2005 წელს ამ სკოლამ მოიპოვა ქ. დენვერის საუკეთესო სკოლის წოდება, ხოლო მახათელმა კოლორადოს შტატის საუკეთესო პედაგოგის წოდება; 2008 წლიდან ლუიზიანას შტატის ქ. ახალი ორლეანის "ხელოვნების სკოლის" პროფესორი და პედაგოგ-რეპეტიტორი; 2014–2018წწ. ის მიჩიგანის შტატში "მიჩიგან ბალეტ აკადემიის" სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. მან აშშ-ში ჩაატარა მასტერკლასები და დადგა სხვადასხვა სტილით გამორჩეული ქორეოგრეოგრაფიული სპექტაკლები. ქართული რეპერტუარი: აქტიორი (რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), მობილიზაცია (ფ. ღლონტი "განთიადი"), დუეტი (გ. ალექსიძე "თემა ვარიაციებით"); სხვა რეპერტუარი: კოელი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), პრინცი, ცისფერი ფრინველი, პა-დე-ტრუა (ჩაიკოვსკი "მაკნატუნა", "მძინარე მზეთუნახავი", "გედების ტბა"), ფრანცი (დელიბი "კოპელია"), ბაზილი (მინკუსი "დონ კიხოტი"), სატირი (გუნო "ვალპურგის ღამე"), ყმაწვილი (შოპენი "შოპენიანა"); საბალეტო დადგმები: რ. გაბიჩვაძე მინიატურა "შველი", მოროზოვი "ექიმი აიბოლიტი" (1974, ქ. ქუთაისი), "ქვევრები", "ქორეოგრაფიული ნოველები", "ზამთრის ფანტაზიები", მოცარტის "რეკვიემი" (პლასტიკური დადგმა), ჰერტელი "ამაო სიფრთხილე", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (ს. ცინცაძის დამუშავებით), ქორეოგრაფიული ჩანახატები, რომლებიც განხორციელდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ტელევიზიაში; ქორეოგრაფიულად აფორმებდა დრამატულ სპექტაკლებს; მისი ქალიშვილია მაია მახათელი, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა, ვაჟიშვილი - დავით მახათელი, ლონდონის სამეფო თეატრის წამყვანი ბალერონი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 309; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 616 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |