შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატიანა მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური ათწლედი(საფორტეპიანო). 1937 წელს(სკოლის დამთავრებისთანავე) მიიწვიეს ქალთა სახელმწიფო ანსამბლსი სოლისტად(ხელმძღვანელები კ. და ა. ფოცხვერაშვილები); 1949 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; ამავე წელს მიიწვიეს სტალინის დაბადების 70 წლის აღსანიშნავ საიუბილეო საღამოზე მოსკოვში, სადაც შეკრებილი იყო საბჭოთა კავშირის მსახიობთა საუკეთესო ნაწილი; ამ სადღესასწაულო საღამოზე მისთვის სპეციალურად გადათარგმნეს სიმღერა "სულიკოს" ტექსტი რუსულ ენაზე; ქართულ-რუსულ "სულიკოს" იგი თითქმის ყველა სახელმწიფო კონცერტზე ასრულებდა; 1950 წლიდან იყო "Госконцерт"-ის სოლისტი; მან ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა ქართული სიმღერები საზღვარგარეთ; ინგლისში და შვედეთში სპეციალურად მიიწვიეს მის მიერ შესრულებული ქართული სიმღერების ჩასაწერად; რეპერტუარი: გურული(კრიმანჭულის ჩათვლით), მეგრული, იმერული, ქართლ-კახური, მთიულური, მოხეური, თუშური, ქალაქური აღმოსავლური სტილის და ქართული კლასიკური სიმღერები, მათ შორის: "მოხევის ქალო თინაო", "არწივი ვნახე დაჭრილი", "მე ქართველი ბუხაიძე", "გამოღმით შენ ხარ, გაღმით შენ"; მიჩნეული იყო "სულიკოს", "ციცინათელას" საუკეთესო შემსრულებლად; წლების მანძილზე(1960-1980წწ.), საბავშვო რადიო გადაცემა "ძილისპირული" იწყებოდა მისი ნამღერი "იავნანათი"; გასტროლები: სსრკ, შვედეთი, ინგლისი, შოტლანდია, აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა; 1953 წელს გახდა ბუქარესტის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის I პრემიის ლაურეატი. ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერების შემსრულებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 310; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.50; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.621-622 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |