The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი
Date of birth:10 June, 1985  (38 years)
Category:Lawyer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2008 წელს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით; ქ. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი სისხლის სამართლის მიმართულებით, Magister Legum (LL.M.) 2010 წელს; 2012 წლიდან დოქტორანტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

2007-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალისტი; 2008 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი, 2008-2009წწ. ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში, მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2010წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; 2010-2012წწ. იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით; 2010 წელს ფოლკსვაგენის ფონდის (VW - Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში, მეცნიერ-თანამშრომელი; 2011 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დეკანის თანაშემწე; 2011-2012წწ. ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე; 2012-2016წწ. იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით; 2012-2013წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგის მოადგილე; 2015-2017წწ. (Schriftleiter), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული "ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის" (DGStZ) მთავარი რედაქტორი; 2016-2017წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი, აპარატის უფროსი; 2017-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020 წ.ნ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: : პარტიული სიით. სამართლის დოქტორი Dr. iur. (2020 წ. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავჯდომარე (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარე (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2017-2020)

Share: