შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პოკო მურღულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 1921 წლიდან; დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებული სტუდია აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. ჯერ კიდევ 12 წლის მოსწავლემ, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის სცენაზე დადგა ი. ჭავჭავაძის "კაკო ყაჩაღი" და თვითონაც მონაწილეობდა როგორც მსახიობი; მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში; სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთაველის თეატრის, სახელმწიფო ცირკის, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორად; იგი კოტე მარჯანიშვილს მხარში ედგა ქუთაისში ახალი თეატრის ჩამოყალიბების საქმეში; მას დიდი წვლილი მიუძღვის 1929-1930წწ. ამ სახელოვანი კოლექტივის გასტროლებში, როდესაც თეატრმა თავისი მდიდარი შემოქმედება გაიტანა ხარკოვსა და მოსკოვში; კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ იგი წავიდა თეატრიდან და "სახკინმრეწვში" დაიწყო მუშაობა; ახალგაზრდა მსახიობი მთავარ როლებს ასრულებდა ფილმებში: "პრომეთე", "ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა" და სხვა; მიღებული აქვს ორდენები და მედლები; თეატრალური მოღვაწე. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.279 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |