The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ მუსხელიშვილი

ვახტანგ მუსხელიშვილი
Date of birth:1 January, 1869
Date of death:15 April, 1933  (at 64 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეძა, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს.

მუშაობდა ხარკოვში თვალის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად; 1901 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ჯერ გ. ტარსაიძის მიერ დაარსებულ თვალის სნეულებათა კლინიკაში, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელად; 1921 წელს იგი როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი მიიწვიეს ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1930 წელს კი აირჩიეს კათედრის გამგედ და მიანიჭეს პროფესორის წოდება; დიდია მისი დამსახურება და ამაგი, როგორც კლინიცისტის, ასევე ახალგაზრდა ოფთალმოლოგების აღზრდაში; იგი ხანგრძლივი მივლინებით მუშაობდა უცხოეთის კლინიკებში და მოწინავე გამოცდილებას ნერგავდა საქართველოში; არის მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორი; მან რუსულიდან თარგმნა აგრეთვე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის; ოფთალმოლოგი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.280

Bibliography


Share: