შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თოფან მელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოქტომბერი, ხულოს რაიონი. მისი დებიუტი ხულოს დრამატული თეატრის მსახიობობით დაიწყო. ხულოს პედსასწავლებლის საბაზო სკოლის კურსდამთავრებული პედაგოგი თეატრის ხელოვნებამ გაიტაცა. 1943 წელს თეატრში მსახიობად დაკავებულმა სულ რამდენიმე როლი შეასრულა, მაგრამ ბოლოს, ცეკვამ სძლია და დრამის მსახიობი ხშირად გამოდიოდა რაიონულ, საქალაქო, საოლქო, რესპუბლიკურ და საკავშირო ოლიმპიადებზე, როგორც მოცეკვავე. 1946 წელს ხალხური თვითმოქმედების საქალაქო დათვალიერებაზე პირველმა წარადგინა "მხარული", რომელსაც შემდეგ ახალი სახელი "განდაგანა" შეარქვეს, იგი ცეკვა "განდაგანას" ერთ-ერთ პირველ და უბადლო შემსრულებლად ითვლებოდა. 1952 წელს ხულოს სახელმწიფო თეატრის დახურვის შემდეგ, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მიიწვიეს. ამ ანსამბლთან ერთად გასტროლებით მოიარა რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩეხოსლოვალია, პოლონეთი, ავსტრია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია და სხვა ქვეყნები. 1953 წელს ქობულეთში გადადის და ჯერ კულტურის სახლის დირექტორად დანიშნეს, ხოლო შემდეგ კინოთეატრის დირექტორად გადაიყვანეს. დაჯილდოებულია სამთავრობო ჯილდოებით, მათ შორის იყო მოსკოვის ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის (1957) და მოსკოვის საკავშირო ფესტივალის ლაურეატი (1960). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 315; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.94-95 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |