Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ მელივა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს(კონტრაბასი). 1962 წელს გაიარა სტაჟირება ლენინგრადის კონსერვატორიაში საოპერო რეჟისურის ფაკულტეტზე, 1967 წელს სტაჟირება ბერლინის "კომიშე ოპერა", ხელმძღვანელი ფელზენშტაინი; 1965 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი, 1982-2004წწ. სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, 2004 წლიდან დამდგმელი რეჟისორი; 1975-1982წწ. ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: რ. გაბიჩვაძე "ნანა"(1960), მ. დავითაშვილი "ქაჯანა"(1966), ა. შავერზაშვილი "ახალი ნაპირისკენ"(1967), ა. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთრი"(1971, ზ. ფალიაშვილის დაბადების 100 წლისთავის საიუბილეო დადგმა), ი. ბობოხიძე "ბურატინო"(1977, ოპერა-ბალეტი), ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი", "პირველი სიყვარული"(1978, 1980), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"(1979, ქ. ლოძი, პოლონეთი); ბალეტები: ვ. კახიძე "ამორძალები"(1986, გ. ალექსიძესთან ერთად), ს. ნასიძე "ფიროსმანი"(1993); მუსიკალური კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები: შ. მილორავა "პაემანი ცაში"(1975), "ჩანჩურა"(1976), "ძუნწი"(1981), "მარშალ დეფანტიეს ბრილიანტები"(1982), გ. ცაბაძე "მირანდოლინა"(1976), ს. ცინცაძე "შვეიკი, შვეიკი, შვეიკი"(1976), ნ. გაბუნია "ხე ჭრიალებს"(1979), ა. მაჭავარიანი "ბაღლინჯო"(1980); სხვა დადგმები: პუჩინი "ტოსკა", დონიცეტი "დონ პასკუალე", რახმანინოვი "ძუნწი რაინდი", გლინკა "რუსლან და ლიუდმილა", რ. შტრაუსი "სალომე"(1983, პირველი დადგამა საქართველოში), მოცარტი "ბასტიენ და ბასტიენა"(1984, პირველი დადგმა საქართველოში, ქ. გორი), პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული"(1985, პირველი დადგმა საქართველოში, თბილისი), ვერდი "დონ კარლოსი", "მაკბეტი"(1987, 2003 საკონცერტო შესრულება), ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"(1997); ლიბრეტოები: ა. მაჭავარიანი "ჰამლეტი", შ. მილორავა "ძუნწი", ი. გეჯაძე "ოპერა "განთიადი", ი. ბობოხიძე "ბურატინო", ბ. კვერნაძე ბალეტი "ქორეოგრაფიული ნოველები"; ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 315; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |