შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მელივა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს(კონტრაბასი). 1962 წელს გაიარა სტაჟირება ლენინგრადის კონსერვატორიაში საოპერო რეჟისურის ფაკულტეტზე, 1967 წელს სტაჟირება ბერლინის "კომიშე ოპერა", ხელმძღვანელი ფელზენშტაინი; 1965 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი, 1982-2004წწ. სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე, 2004 წლიდან დამდგმელი რეჟისორი; 1975-1982წწ. ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: რ. გაბიჩვაძე "ნანა"(1960), მ. დავითაშვილი "ქაჯანა"(1966), ა. შავერზაშვილი "ახალი ნაპირისკენ"(1967), ა. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთრი"(1971, ზ. ფალიაშვილის დაბადების 100 წლისთავის საიუბილეო დადგმა), ი. ბობოხიძე "ბურატინო"(1977, ოპერა-ბალეტი), ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი", "პირველი სიყვარული"(1978, 1980), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"(1979, ქ. ლოძი, პოლონეთი); ბალეტები: ვ. კახიძე "ამორძალები"(1986, გ. ალექსიძესთან ერთად), ს. ნასიძე "ფიროსმანი"(1993); მუსიკალური კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები: შ. მილორავა "პაემანი ცაში"(1975), "ჩანჩურა"(1976), "ძუნწი"(1981), "მარშალ დეფანტიეს ბრილიანტები"(1982), გ. ცაბაძე "მირანდოლინა"(1976), ს. ცინცაძე "შვეიკი, შვეიკი, შვეიკი"(1976), ნ. გაბუნია "ხე ჭრიალებს"(1979), ა. მაჭავარიანი "ბაღლინჯო"(1980); სხვა დადგმები: პუჩინი "ტოსკა", დონიცეტი "დონ პასკუალე", რახმანინოვი "ძუნწი რაინდი", გლინკა "რუსლან და ლიუდმილა", რ. შტრაუსი "სალომე"(1983, პირველი დადგამა საქართველოში), მოცარტი "ბასტიენ და ბასტიენა"(1984, პირველი დადგმა საქართველოში, ქ. გორი), პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული"(1985, პირველი დადგმა საქართველოში, თბილისი), ვერდი "დონ კარლოსი", "მაკბეტი"(1987, 2003 საკონცერტო შესრულება), ჩაიკოვსკი "პიკის ქალი"(1997); ლიბრეტოები: ა. მაჭავარიანი "ჰამლეტი", შ. მილორავა "ძუნწი", ი. გეჯაძე "ოპერა "განთიადი", ი. ბობოხიძე "ბურატინო", ბ. კვერნაძე ბალეტი "ქორეოგრაფიული ნოველები"; ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 315; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |