შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მენაბდე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1998 წელს, თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი 2004 წელს(დრამის ფაკულტეტი, ბალეტის რეჟისორის სპეციალობა). 1997–2006წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 2011 წელს დაამთავრა ქ. კიევის მუსიკალური აკადემია(მაგისტრი), პედაგოგი რ. კოფმანი(საოპერო–სიმფონიის დირიჟორი); 2011 წლიდან უკრაინის სახელმწიფო ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; კიევში დააარსა ახალგაზრდა ლაურეატი მუსიკოსების ორკესტრი "Armonia Ludus"(2014); ქართული რეპერტუარი: გ. ყანჩელი სიმფონია N6, ს. ცინცაძე მინიატურები სიმებიანი ორკესტრისათვის(პირველი შესრულება ერაყში); სხვა რეპერტუარი: მოცარტი დივერტისმენტი, ჩაიკოვსკი "მოგონებები ფლორენციაზე", "რომეო და ჯულიეტა", შოსტაკოვიჩი სიმფონია N5, რაველი "დაფნისი და ქლოე", მენდელსონი "იტალიური სიმფონია", სილვესტროვი სიმფონია N2, "ჩუმი მუსიკა" სიმებიანი ორკესტრისათვის, ა. პიარტი "TABULA RASA"; თანამედროვე კომპოზიტორები: ანდრისენი, ზაგაიკევიჩი, შალიგინი, შარინო, შელსი; ინსტრუმენტული კონცერტები: ჰაიდნი ვიოლონჩელოს კონცერტი C-dur, სიბელიუსი სავიოლინო, სტრავინსკი სავიოლინო, რახმანინოვი საფორტეპიანო N2; სიუიტები: მენდელსონი "ზაფხულის ღამის სიზმარი", შოსტაკოვიჩი "ჰამლეტი", პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"; ბალეტის რეჟისორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 317
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |