Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ მერაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს (საკომპოზიტორი). 1965 წლიდან იყო თბილისის N7 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ფორტეპიანო, ანსამბლი); თხზულებები, მიუზიკლები: საბავშვო – "სათაგური", "პეპლები", "ნაცარას დღეობა", "ახალი წელი", მუსიკა თოჯინების თეატრისთვის (20–მდე), "ვოკალიზი" სოპრანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (პირველი შესრულება, სოლისტი ლ. კალმახელიძე, დირიჟორი ჯ. კახიძე), 3 ვარიაცია ვალტორნისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, პიესები სიმფონიური ორკესტრისათვის; კონცერტები: საფორტეპიანო, კონცერტინო ფლეიტისა და კამერული ორკესტრისათვის; კამერულ–ვოკალური: ვოკალური ციკლი "მთის სიმღერები"; კამერულ–ინსტრუმენტული: ალტის სონატა, საფორტეპიანო "მხიარული ატრაქციონი" (1995, პირველი შესრულება), საფორტეპიანო პიესები, კვინტეტი, "სოფლის ჩანახატები" სასულე ინსტრუმენტისთვის, რაფსოდია საყვირისა და ფორტეპიანოსათვის; ანსამბლები: მოსწავლეთათვის (სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის), გუნდები, საესტრადო სიმღერები, საბავშვო და საყმაწვილო, სოლო და საანსამბლო სიმღერები. მიღებული აქვს მოსკოვის სტუდენტთა კონკურსის II პრემია ვოკალური ციკლისთვის "მთის სიმღერები". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 318; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.77 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |