| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოტია პაჭკორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა "ცისკარსა" და "მნათობში", სადაც სულ უფრო ხვეწდა თავის მაღალ ლიტერატურულ გემოვნებას და სხვებსაც უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. პირველი წერილი "ტალღები მიისწრაფიან ნაპირისაკენ" გამოაქვეყნა 1958 წელს, პირველი წიგნი - "ლიტერატურული წერილები" - 1969 წელს. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომების კრებულებისა ("დრო და სახელები", ფიქრი მზისა და სიტყვის გამო", "ზმა სინათლეა" და სხვა). გამოცემული ჰქონდა აგრეთვე მოთხრობების რამდენიმე კრებული ("უკუქცევა", "გობელინი", "შენდობა" და სხვა). ჰქონდა დაწერილი ნარკვევები: სერვანტესის, სტენდალის, ვაჟას, პუშკინის, ტოლსტოისა და სხვათა შემოქმედებაზე. მისი მოთხრობები ინტელექტუალური პროზის ნიმუშებია. მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ესეისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ზ. ბაბუნაშვილი. - თბ., 1994. - გვ.300; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.319; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

