შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ქორელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მილანი, იტალია. დაამთავრა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი 1902 წელს. 1902-1910წწ. ეწეოდა პროფესიულ სასცენო მოღვაწეობას საქართველოს თეატრებში როგორც მსახიობი, ხოლო 1910 წლიდან როგორც რეჟისორი. ხელმძღვანელობდა თეატრებს და დგამდა სპექტაკლებს ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, ჭიათურასა და სხვა ქალაქებში. იყო რეალისტი ხელოვანი, მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის პრინციპების პროპაგანდისტი; დიდი წარმატებით განახორციელა უ. შექსპირის "მაკბედი", იბსენის "ნორა", ე. ტოლერის "კაცი-მასა", ჰ. ჰერანსის "იმედის დაღუპვა", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", შ. დადიანის "გუშინდელნი" და სხვა პიესები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986, გვ. 549 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |