The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა მეძველია

Date of birth:20 April, 1920  (105 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1940 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს(ვოკალური).

1951–1968წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბარიტონი), 1968–1974წწ. ქ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: ხევისბერი, ფარსადანი(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა",  პრემიერა 1961), ინდაური(ი. გოკიელი "წითელქუდა"), გნოლი(ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი"), სულეიმან მირზა(დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი", პრემიერა 1958), მურმანი, აბიო–მეფე, თადე(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), ლევანი, საქო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ივანე ბატონიშვილი(კ. მეღვინეთუხუცესი "დავით გურამიშვილი", პრემიერა 1963), კიკოლა(მ. დავითაშვილი "ქაჯანა"); სხვა რეპერტუარი: მაჭანკალი(ა. დარგომიჟსკი "ალი"), ექიმი, მონტერონე(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), კომისარი, ანჟელოტი(პუჩინი "ჩო–ჩიო–სანი", "ტოსკა"); მონაწილეობდა კინოფილმში "ინდი–მინდი"(1977, "სიმღერები შვილიშვილებისათვის").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 321

Awards and Honors

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: