Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჟურული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა მოსკოვის დრამატულ სტუდიაში. 1925 წელს იგი უკვე ვ. მეიერჰოლდის ექსპერიმენტულ თეატრ-სახელოსნოშია; 1933 წლამდე მოღვაწეობს მოსკოვის სხვადასხვა თეატრებში, შემდეგ ინიშნება ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად; ერთი წლის შემდეგ გადმოდის თბილისში და მუშაობს ჯერ კ. მარჯანიშვილის, შემდეგ ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მოგვიანებით მოზარდ მაყურებელთა თეატრშია, 1949-1954წწ. იყო ამავე თეატრის მთავრი რეჟისორი; მან მნიშვნელოვანი ამაგი დასდო სოხუმის ქართულ თეატრს, სადაც არაერთი შესანიშნავი სპექტაკლი განახორციელა; საყოველთაო მოწონებით სარგებლობდა რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლები: "ვერაგობა და სიყვარული", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ნაპერწკლიდან", "კრეჩინსკის ქორწინება", "წიწამური", "ტრავიატა", "ჯავშნოსანი პოტიომკინი", "წყნარი დონი", "კაკო ყაჩაღი" და სხვა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.306 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |